11 თებერვლიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას avianews.ge ავრცელებს.

ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ავიაბაზარს რეგულარული რეისებით დაუბრუნდა, თურქეთსა და საქართველოს შორის რეისების შესრულებას კვირაში 7 სიხშირით გეგმავს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

Pegasus Airlines-ი, COVID-19-ის ფონზე დაწესებული რეგულაციების ფონზე, რამდენიმე თვის განმავლობაში თურქეთსა და საქართველოს შორის მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.

„ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ უფრო მეტი დანიშნულების ქალაქი – ახლა უკვე გაცილებით მოქნილი გრაფიკით!

თბილისიდან სტამბოლისკენ – 57 ევროდან, თბილისიდან სტამბოლის გავლით, თურქეთის ქალაქებზე – 43 ევროდან, სხვა ტრანზიტულ მიმართულებებზე 88 – ევროდან.