საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსვლა კორონავირუსზე უარყოფითი PCR ტესტით კიდევ 6 ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დათქმით, საქართველოს საჰაერო საზღვარი იხსნება შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. განახლებული წესი 1 მარტიდან ამოქმედდება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

“სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს”, – დასძინა მან.

დღემდე ამ ჩამონათვალში იყვნენ: თურქეთის, ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეები და რეზიდენტები.

საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, ჩამონათვალში მოხვედრილი ქვეყნების მოქალაქე დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას ან მე-3 დღეს ჩაიტარებს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით.

საჰაერო გზით ჩამოსვლისას არანაირი შეზღუდვა აღარ აქვთ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარზე წარმოადგენენ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის, ანუ ორჯერ აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს.