საქართველოს საელჩო იტალიაში, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ნეაპოლში მცხოვრებ საქათველოს მოქალაქეებს მიმართავს რომელსაც emigrantebi.ge-ი უცვლელად გთავაზობთ 

“ნეაპოლში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ძვირფასო მოქალაქეებო,
იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებს რომში ჩამოსვლას, ხშირად უწევს ორგანიზებას გასვლით საკონსულო მომსახურებას.

2021 წლის 31 იანვარს საკონსულო გეგმავს ეწვიოს ქალაქ ნეაპოლს, სადაც საკონსულოს წარმომადგენლები, ყველა მსურველისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის და/ან საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს, ასევე მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას სხვადასხვა საკონსულო და სამართლებრივ საკითხებზე.
მოქალაქეთა საკონსულო მიღება იწარმოებს:

კვირას 31 იანვარს, 10:00-16:00
მისამართი: Corso Meridionale, 14 – 80143 Napoli. ( GRAND HOTEL EUROPA)
ამ თემაზე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ტელეფონი: +39 3501483114
ელ-ფოსტა: cons.rome@mfa.gov.ge
წლის განმავლობაში ჩვენ იტალიის სხვა ქალაქებსაც ვესტუმრებით და იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ადგილზე გავუწევთ საკონსულო მომსახურებას.

გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ბევრ ჩვენს თანამემამულეს არ ჰქონდეს წვდომა facebook-თან და საელჩოს ვებ-გვერდთან, ამიტომ გთხოვთ, ეს ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს ახლობლებს, მეგობრებსა და ნაცნობებს შორის.

გისურვებთ წარმატებებს!“