ნეაპოლის ერთ-ერთ ბინაში პოლიციამ ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი მოსწავლის ნახატის მოპარული ასლი სახელად “სამყაროს მხსნელი” იპოვა. წერს იტალიური მედია

მხატვრის ორიგინალი ნამუშევარი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად ითვლება. საუდის პრინცმა ის 450 მილიონ დოლარად შეიძინა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ოფიციალური პირების განცხადებით, ასლი ნეაპოლის წმინდა დომინიკის ბაზილიკას ამშვენებდა, მაგრამ ორი წლის წინ ის მოიპარეს.

ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ნაპოვნი ასლი დიდი ღირებულებით გამოირჩევა. იგი XV საუკუნეში შეიქმნა. პოლიციამ ნამუშევარი თავის ადგილას დააბრუნა.