იტალიაში ბოლონიის მახლობლად მდებარე დასახლების, ვალსამოჯიას, ერთ-ერთ სკოლაში წიაღისეული საწვავის მოხმარებაზე უარი თქვეს და არჩევანი ენერგოდამოუკიდებლობაზე შეაჩერეს, რაც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს. მსგავსი ინიციატივა პირველად 2006 წელს ინგლისში გაჩნდა. იტალიის პატარა ქალაქი ერთ-ერთი პირველია ევროპაში, რომელმაც პროექტის პრაქტიკულად განხორციელება გადაწყვიტა.

ფოტოვოლტური ენერგია, გეოთერმული მცენარეები, სეისმური უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი განათლება – ეს მომავლის იმ მოთხოვნების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც ევროპის მწვანე შეთახმებისთვის არის აუცილებელი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ვალსამოჯია, რომელიც ბოლონიის ახლოს მდებარეობს, იტალიაში გარდამავალი ქალაქის პირველი დასახლებაა. 2011 წელს აშენებული სკოლა კი ამ მოდელის ნათელი მაგალითია.

ვალსამოჯიას საჯარო დაწესებულებას, რომელიც 300 ბავშვზეა გათვლილი, თანამედროვე და დახვეწილი ენერგოსტრუქტურა აქვს, მზის პანელებითა და გათბობის ტუმბოებით. ტემპერატურა თუ სინათლე თვითრეგულირებადია გარე პირობების შესაბამისად.

ქალაქის მერი დანიელე რუსკინო ამბობს, რომ, როდესაც ქალაქის ენერგოდამოუკიდებლად გარდაქმნის გადაწყვეტილება მიიღეს, ბევრს ეგონა, რომ არაფერი გამოუვიდოდათ, თუმცა ვალსამოჯიას მოსახლეობა განსხვავებულად ფიქრობდა. შესაბამისად, 2011 წელს მათ დასახლებაში გაიხსნა სკოლა, რომელიც ენერგოდამოუკიდებელია და არ მოიხმარს წიაღისეულ საწვავს.

წარმოადგენს თუ არა ასეთი ადგილები მომავლის ხედვას? აქ მცხოვრებ ადამიანებს ასე სჯერათ, ისინი ძალიან მონდომებული არიან და ფიქრობენ, რომ იპოვეს გზა ცვლილებებისკენ. გადაწყეტილებების მიღებისას ყველა იღებს მონაწილეობას. ეს ყველაფერი ადვილი სათქმელია, მაგრამ რთული შესასრულებელი, მაგრამ არა ამ ხალხისთვის.

“გარდამავალი იტალიის” თანადამფუძნებელ კრისტიანო ბოტონეს თქმით, პროექტში საზოგადოების ჩართულობას იმან შეუწყო ხელი, რომ ისინი კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით კარგად იყვნენ ინფორმირებული. მათ დიალოგისა და პრობლემების გააზრების შემდეგ შეძლეს პროექტის განხორციელება.

დემოკრატიის ამ ინოვაციურმა ფორმამ მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა მისცა, კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილობრივებისათვის სახლში მიტანის სერვისები უზრუნველეყო და მიეღო ევროპული კანონმდებლობა ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით.

არსებული დემოკრატიული პროცესები მოუქნელი აღმოჩნდა მიმდინარე და მომავალი გამოწვევების წინაშე. იტალიის ეს პატარა ქალაქი კი ამტკიცებს, რომ ცვლილება არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ შესაძლებელიცაა.

წყარო euronewsgeorgia.com