ეკონომიკის მინისტრის თქმით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ტუროპერატორებთან შეხვედრა. მთავრობა და ბიზნესი ერთად იმსჯელებს როგორ შეიძლება მოიზიდონ ვაქცინირებული ტურისტები.

როგორც ნათია თურნავამ რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა,საქართველოში ჩამოფრენის მსურველებისთვის გარკვეული მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს მოთხოვნები არ შეზღუდავს ტურიზმის ეტაპობრივად ამოქმედებას.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

„1-ლი თებერვლიდან ვხსნით ფრენებს, ვაუქმებთ შეზღუდვებს რეგულარულ ფრენებზე. ამ კვირაში ერთ-ერთი შეხვედრა გვექნება ტუროპერატორებთან, როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებულ ტურისტებზე. ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაცია გავლილი ადამიანები მონატრებულები არიან ფრენას, დასვენებას და უნდათ ჩვენთან ჩამოსვლა. ამაშიც დავეხმარებით ინდუსტრიას. აუცილებლად იქნება კონკრეტული მოთხოვნები. დღეს არცერთ ქვეყანაში არაა ისე, რომ გარკვეული რეგულაციის გარეშე შემოდიოდეს ტურისტი“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, 1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება. ფრენები ყველა სამედიცინო პროტოკოლის წესების დაცვით განხორციელდება.

საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნა ავიაკომპანიებს უკვე აცნობეს.

ტურისტების შემოყვანის გეგმა მუშავდება.მომავალი კვირიდანვე შემსუბუქდება რეგულაცია საქართველოში შემოსვლაზე.