“გერმანიაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელების თვალსაზრისით, ზამთრის მომდევნო რამდენიმე კვირა ყველაზე რთული იქნება”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სოციალური ქსელის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

“ეს პანდემიის მეორე საშიში ტალღაა, რომელსაც ევროპის მრავალი ქვეყანა, მათ შორის ჩვენი ქვეყანა განიცდის. ზამთრის შემდეგი კვირები, დიდი ალბათობით, პანდემიის ყველაზე მძიმე ეტაპი იქნება”, – აღნიშნა კანცლერმა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მერკელის განცხადებით, გერმანიაში სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, ქვეყანას სადღესასწაულო პერიოდში პანდემიასთან გამკლავება გაუჭირდა.