მეგობრებო, ჩემო საყვარელო ემიგრანტებო, მე ვარ თეონა ბოტკოველი,ათი წელია ემიგრაციაში ვარ, ბარის რეგიონში ალბად ყველა მიცნობს, ბევრი სასიკეთო საქმის ორგანიზატორი ვყოფილვარ, ეს ჯგუფი მე დავაარსე, რადგან გუშინ ჩემს პირად გვრდზე დავწერე რომ გადაწყვეტილი მქონდა დამეარსებინა ემიგრანტების პარტია, აგვერჩია ერთი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ჩვენს ტკივილს და დარდს მიიტანდა პარლამენტამდე, ნამდვილად არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას, ჩემს პოსტზე გამომეხმაურა ასობით ემიგრანტი და აღმიქვეს მხარდაჭერა.

ეხლა გეტყვით, რომ მე და პოლიტიკა ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, არასდროს არცერთ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, სრულიად აპოლიტიკურ ადამიანს უკვე ყელში ამომივიდა ეს გაუთავებელი 30 წლიანი მოჯადოებულ წრეზე ტრიალი, თუ შევარდნაძე, თუ ნაცები, თუ ქოცები, აღარ დაგვადგა საშველი, ემიგრაცია ყოველდღე იზრდება, უფრო ახალგაზრდავდება, უნიჭიერესი, ინტელექტუალური თაობები ტოვებენ ქვეყანას, მათი ნიჭი ფუჭად იკარგება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მე ვიცნობ ემიგრაციაში უგზოუკვლოდ ნაკითხ და განათლებულ ადამიანებს, ეს ჯგუფი იყოს დასაბამი ჩვენი მომავალი პარტიის, თუ გაერთიანების, ემიგრაცია დიდი ძალა ვართ, მთავარია ერთად ყოფნა შევძლოთ, ჩვენს ზურგზე დგას 25 წელია საქართველო, ჩვენით ივსება ბიუჯეტი, ჩვენ ვარჩენთ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ჩვენ ვეხმარებით ავადმყოფ და გაჭირვებულ ბავშვებს და მოხუცებს, წლები გრძელდება ეს ყველაფერი და არცერთ მთავრობაში არ მოიძებნა კაცი, რომელიც ჩვენს პრობლემებზე გაამახვილებდა ყურადღებას, როდემდე უნდა ვითმინოთ ეს ყველაფერი, უნდა პარტიად ჩამოვყალიბდეთ, უნდა ავირჩიოთ ლიდერი, აუცილებლად ემიგრანტი, სუფთა წარსულით, უპარტიო, მას მივცეთ მანდატი, ისაუბროს ჩვენი ხმით პარლამენტში, დაგვიცვას და ეცადოს საჩვენო გადაწყვეტილებების მიღებას საკანონმდებლო ორგანოში.

მემგონი ზუსტად გადმოვეცი რას ემსახურება ეს ჯგუფი, ვისაც ავირჩევთ,უნდა დაიფიცოს საჯაროდ, ბიბლიაზე, თუ გვიღალატებს ჩვენს ნდობას ბოროტად გამოიყენებს, შეჩვენებულ იქნეს სამუდამოდ ხალხისგანაც და უფლისგანაც, რადგან ჩვენი ღალატი უფლის ღალატის ტოლფასი იქნება, მოვიწვიოთ ემიგრანტი მეგობრები,ვვისაუბროთ, ჩამოვყალიბდეთ,პროფესიონალებიც გამოჩნდებიან, ყველა პროფესიის ადამიანები ვჭირდებით სამშობლოს, თქვენი იმედი მაქვს, ერთად მომავალი გამარჯვებისკენ