დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა საქართველოსთვის დამანგრეველი არ იქნება და შეძლებენ, ისევე აიცილონ თავიდან, როგორც ეს პირველი ტალღის შემთხვევაში მოხდა.

იმნაძემ ჟურნალისტებს ურჩია ეპიდვითარებაზე საუბრისას საქართველოს სტატისტიკა სხვა ქვეყნებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შეადარონ. მან მაგალითად ირლანდია მოიყვანა.

„ირლანდიაში ახალი წლის 10 დღეში ოთხჯერ მოიმატა ავადობამ, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები იყო ჩვენზე მკაცრი. ამიტომ ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით გახსნების საკითხს და ვცდილობთ ისევე ავიცილოთ თავიდან მესამე ტალღა, რომელიც არის სამწუხაროდ ბევრ ქვეყანაში, როგორც მოვახერხეთ და პირველი ტალღა პრაქტიკულად ავიცილეთ თავიდან. იმედია გამოგვივა“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი პროგნოზით, თქმით, მესამე ტალღა შესაძლებელია, თებერვლის ბოლოდან დაიწყოს.