სეულის სასამართლომ იაპონიას 12 სამხრეთ-კორეელი ქალისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა, რომლებზეც მე-2 მსოფლიო ომის დროს იაპონელი ჯარისკაცები სისტემატიურად ძალადობდნენ სექსუალურად.

სასამართო გადაწყვეტილების მიხედვით, იაპონიამ “კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული” ჩაიდინა და თითოეულ ქალს $91,360 დოლარი უნდა აუნაზღაუროს, რადგან ისინი, ომის დროს, სექსუალურ მონობაში იმყოფებოდნენ, რამაც გამოიწვია სხეულის დაზიანებები, ვენერიული დაავადებები, და არაერთი არასასრველი ორსულობა. ამასთან, ქალებმა ფსიქოლოგიური ტრავმები მიიღეს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

იაპონიამ დაუყოვნებლივ გააპროტესტა სეულის სასამართლოს განჩინება და განაცხადა, რომ ომის დროს კომპენსაციის ყველა საკითხი გადაწყდა 1965 წლის ხელშეკრულების თანახმად.

ექსპერტების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იაპონიამ სამხრეთ კორეის სასამართლოს განჩინება შეასრულოს.

კორეელი ქალების მხარდაჭერები აცხადებენ, რომ თუ იაპონია ვალდებულების შესრულებაზე უარს იტყვის, მაშინ კორეამ იაპონური აქტივები უნდა გაყინოს.

აღსანიშნავია, რომ სეულის სასამართლოს გადაწყვეტილება ემსახურება იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობის დალაგებას. კორეელების მოსაზრებით, იაპონიის ყოფილი პრემიერი შინზო აბე, იაპონიის მიერ მე-2 მსოფლიო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე თვალს ხუჭავდა, რამაც საბოლოო ჯამში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის გაფუჭება გამოიწვია