კოვიდეპიდემიის გამო იტალიის რესპუბლიკაში განვითარებულმა მოვლენებმა, ბერვ ქართველ ემიგრანტს პრობლემები შეუქმნა. ხშირია შემთხვევები, როცა დასაქმებული ოჯახი, ვირუსით დაინფიცირებულ ჩვენ თანამემაულეებს სახლიდან პირდაპირ ქუჩაში, ბედის ანაბარა უშვებს. უბინაოდ დარჩენილი ქალბატონები კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებიან, რადგან არცეთ კერძო პირს არ სურს ინფიცირებულის ბინაზე მიღება.

მსგავსი ფაქტი, იტალიის ქალაქ ბარში, რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. შექმნილ გარემოებას ბარში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი ფიქრია კუჭუხიძე გამოეხმაურა და სოციალური ქსელის მეშვეობით ემიგრანტებს მიმართა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

“ყურადღება! მათ ვისაც იტალიელი დამსაქმებლებისაგან გექნებათ პრობლემა, პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო და დროულად არ ხდება აზლის (ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი დაწესებულება) გამოძახება, გთხოვთ დარეკოთ ქვემოთ მითითებულ საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერზე. ასევე დარეკეთ 112 ში! ყველა ღონეს მიმართეთ სიტუაციის დასარეგულირებლად!

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფ სხვა ადამიანებს. მთავარია, ვეცადოთ რომ დაბრკოლებას პოზიტიურად შეხვდეთ და არა შიშით!

ჩემი თხოვნაა, ასეთ დროს უახლოეს ადამიანს მისწერეთ, თქვენი დამსაქმებელი ოჯახის საცხოვრებელი სახლის მისამართი, სადარბაზოს ღილაკზე მითითებული გვარი და თქვენი იტალიელი დამსაქმებლის ტელეფონის ნომერი. მსგავსი ოპერატიულობა და წინასწარი თადარიგი ყოველთვის შედეგის მომტანია.

უფალს ებარებოდეთ ყველანი“! – წერს სოლიალურ ქსელში ფიქრია კუჭუხიძე.