მარნეულში ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ცხედრები მეზობლებმა ნახეს.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრების გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია იყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სახლში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ იყო და ოჯახი ელექტროღუმელს იყენებდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

როგორც emigrantebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო, ან თბონერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.