წინა წლის დეკემბერთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) 2020 წლის დეკემბრის თვის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

სებ-ის განმარტებით, საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის დეკემბერში შემცირდა 0.6 პროცენტული პუნქტით და 11.5 პროცენტს შეადგენს.

უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6.9 პროცენტს შეადგენს.

ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთმა 0.7 პროცენტული პუნქტით, 14.4 პროცენტამდე მოიკლო.

ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 0.6 პროცენტული პუნქტით 17.0 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე 0.1 პროცენტული პუნქტით, წლიურ 11.6 პროცენტამდე მოიკლო.

უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 6.9 პროცენტს შეადგენს. ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, 0.2 პროცენტული პუნქტით მოიკლო და 6.2 პროცენტს შეადგენს.