ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა.

შუა ხნის ქალს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც emigrantebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილი ჰყავს და მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.