საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით 3 იანვრიდან შევიდა ძალაში ახალი შეზღუდვები, რომლებიც 15 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.
ამ დღეებში იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:
სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს
თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა;
ამავე ქალაქებში იკრძალება სავაჭრო ობიექტების მუშაობა, გამონაკლისია სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, აფთიაქები, ვეტაფთიაქები, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები და პრესის ჯიხურები.
იკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება;
იკრძალება არასაკვები პროდუქტების და სამშენებლო-სარემონტო ბაზრობების მუშაობა;
იკრძალება ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგების, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება, გარდა ონლაინ–ფორმატისა;
იკრძალება სპორტ–დარბაზებისა და აუზების მუშაობა;
იკრძალება კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვა;
იკრძალება სპორტული, სამხატვრო და კულტურული წრეებისა და სტუდიების მუშაობა;
მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება კვების ობიექტებისა და რესტორნების მუშაობა, გარდა გატანის სერვისისა;
იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილება, გამონაკლისია მხოლოდ 6 იანვარი -7 იანვრის ღამე;
საქართველოს მასშტაბით უქმეები ცხადდება, იმუშავებს მხოლოდ ბანკები და სტრატეგიული მნიშვნელობის სერვისები და ობიექტები.
16 იანვარი – 31 იანვარი
მუშაობას განაახლებს საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (გარდა უქმეებისა).