დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი 4 შემთხვევა საბერძნეთშიც დაფიქსირდა.

ვირუსის მუტირებული ვარიანტი საბერძნეთში ჩასულ ბრიტანეთის ოთხ მოქალაქეს აღმოაჩნდა. ყველა მათგანი კერძო კარანტინში იმყოფება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში დეკემბრის შუა რიცხვებში გამოვლინდა. ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ვირუსის ეს ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება და მოსახლეობისგან კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირების რისკები 70% -ით გაიზარდა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი შტამი უფრო სახიფათო, ან ფატალურია, ამ ეტაპზე არ დასტურდება.

COVID-19 ახალი შტამის აღმოჩენის გამო, დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა 35-ზე მეტმა ქვეყანამ შეაჩერა. ვირუსის მუტირებული ვარიანტი რამდენიმე ქვეყანაში უკვე აღმოჩენილია, მათ შორის დანიასა და იაპონიაში.