ყირგიზეთის მთავრობა ქვეყანაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შეტანაზე უარს ამბობს, რადგან პრეპარატის შენარჩუნებისთვის შესაბამისი მაცივრები არ გააჩნია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ალიმქადირ ბეიშენალიევამ განაცხადა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

აღსანიშნავია, რომ “ფაიზერის” ვაქცინა -70 გრადუსზე უნდა ინახებოდეს.

როგორც მინისტრმა განმარტა, ყირგიზეთისთვის უფასოდ უნდა გადაეცათ პრეპარატის მილიონ დოზაზე მეტი. თუმცა, ქვეყანაში არ არსებობს მაცივრები, რომლებიც აუცილებელ ტემპერატურას უზრუნველყოფდა.

ბეიშენალიევის თქმით, ერთი ასეთი მაცივრის ღირებულებაა 4 ათასი დოლარი.

“იმისთვის, რომ ფაიზერის ვაქცინით მოვახდინოთ მოსახლეობის უზრუნველყოფა, საჭირო აღჭურვილობისთვის დამატებით 2 მილიონი დოლარი დაგვჭირდება. სამწუხაროდ, ბიუჯეტს ასეთი თანხები არ აქვს”, – თქვა მან “ბირინჩი რადიო”-ს ეთერში.