ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) ცნობით, ჰაკერებმა სერვერებიდან გერმანული კომპანია BioNTech-ისა და ამერიკული კომპანია Pfizer-ის ვაქცინის შესახებ ცნობები მოიპარეს და მათ შესახებ ყალბი ინფორმაცია Darknet-ზე განათავსეს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

გამოცემის ცნობით, საუბარია Pfizer/BioNTech-ის 2020 წლის ნოემბრის თვით დათარიღებულ დოკუმენტაციაზე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

EMA-ის მტკიცებით, ჰაკერების მიერ გავრცელებული ზოგიერთი კორესპონდენცია ყალბია და კრიმინალების მიზანს მოსახლეობაში ვაქცინის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება წარმოადგენდა.

”კორესპონდენციის ნაწილი გამოქვეყნდა არა თავდაპირველი ფორმით, არამედ კრიმინალების მიერ დამატებული კომენტარებით”, – აღნიშნეს EMA-ის წარმომადგენლებმა.