მამაკაცმა სექს-მუშაკს მომსახურების გასამრჯელო პრინტერზე დაბეჭდილი კუპიურებით გადაუხადა, რისთვისაც პასუხისგებაში მისცეს, იუწყება გამოცემა The Local.

გამოძიების მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიელმა 50 წლის მამაკაცმა 2 ათას ევროდ ღირებული სერვისი ყალბი ბანკნოტებით აუნაზღაურა 39 წლის მეძავს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ამ უკანასკნელმა თაღლითობა მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, როცა აღნიშნული თანხის საბანკო ანგარიშზე დადება მოისურვა ბანკომატის მეშვეობით. ბანკომატი კუპიურებს არ იღებდა, რამაც ქალი დააეჭვა და ამიტომ დაკვირვებით დაათვალიერა ფული. ამის შემდეგ კი უკვე პოლიციას მიმართა.

„ბინაში ბნელოდა, ფარდები იყო ჩამოფარებული. კუპიურები ნამდვილს ჰგავდა. ბანკომატმა რომ არ მიიღო, მაშინ მივხვდი, რომ მომატყუეს“, — განაცხადა სექს-მუშაკმა სასამართლოზე.

პოლიციის თქმით, ბანკნოტები ძალიან „უცოდინრად“ იყო დამზადებული: წყლის ნიშნები ან საერთოდ არ ჰქონდა, ან არასწორად იყო დატანილი. გაირკვა, რომ თაღლითი მამაკაცი მას შინ ბეჭდავდა ჭავლურ პრინტერზე.

ამასთან ბრალდებულმა გამოძიებას აცნობა, რომ თავადაც დაზარალებულია, ვინაიდან ერთ-ერთმა მეძავმა სექსის შემდეგ 10 ათასი ფრანკი მოჰპარა, თუმცა ისინიც ყალბი აღმოჩნდა.

სასამართლომ მამაკაცი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და სამი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა.

წყარო რადიო თავისუფლება