პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც კასპში ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე მოქალაქეები უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

დაუყოვნებლივ მოხდა ტერიტორიის შემოსაზღვრა და დაიწყო ოპერატიული ღონისძიებები.