თელავში, ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე 28 წლის ქალი მოკლეს, ხოლო 40 წლის კაცი დაჭრეს.

დანით მიყენებული მძიმე, მრავლობითი ჭრილობების შედეგად დიანა ფარსადანოვი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო  ხვიჩა ერგემლიძე გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში მოხვდა. დაჭრილი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

სავარაუდო მკვლელი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობასა და დაჭრას წინ უძღოდა კამათი, რომელიც შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. დანაშაული სოფელ კისისხევში გვიან ღამით მოხდა, შესაბამისად მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს.

ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი თავდაპირველად ხვიჩა ერგემლიძესა და დაკავებულ ჯარჯი არაბულს შორის მოხდა. მამაკაცების გაშველებას კი ახალგაზრდა ქალი შეეცადა, რა დროსაც მკვლელმა დანა მასაც არა ერთხელ მოუქნია. მკვლელობის მიზეზი, ყოფით ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება გახდა.

როგორც emigrantebi.ge-ს შსს-ში განუმარტეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.