იტალიაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

მინისტრთა კაბინეტს მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა, 259 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 27-მა თავი შეიკავა.

იტალიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც პარტია „ცოცხალმა იტალიამ“ მინისტრთა კაბინეტიდან თავისი წარმომადგენლების წასვლა გამოაცხადა. უთანხმოება პანდემიის შედეგებისგან ეკონომიკის აღდგენის გეგმას ეხება, რომლის დაფინანსების უმეტეს ნაწილს ევროკავშირის სახსრები შეადგენს.

19 იანვარს მთავრობის ნდობის საკითხს კენჭს იტალიის სენატი უყრის.