იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე, 26 იანვარს თანადებობიდან გადადგა, რაც ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას ხელ-ფეხს უხსნის, დაიწყოს ინტენსიური კონსულტაციები იტალიაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.

ძირითადი პოლიტიკური ძალების ლიდერებთან კონსულტაციების დასრულებისა და ახალი მთავრობის ფორმირებამდე, იტალიის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, მატარელამ სთხოვა კონტეს, რომ დროებით შეასრულოს პრემირ-მინისტრის მოვალეობა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

„როიტერსის“ თანახმად გასულ კვირაში ჯუზეპე კონტეს უნდობლობა გამოუცხადა იტალიის სენატმა მას შემდეგ, რაც მთავრობის შემადგენლობა დატოვა საპარლამენტო კოალიციაში შემავალმა პარტია „Italia Viva“-მ, რომელსაც სათავეში უდგას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი.
კოალიციური პარტნიორების უთანხოების მიზეზი გახდა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი და ეკონომიკური რეცესია.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე მეორედ ტოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს. იგი 2019 წლის აგვისტოშიც გადადგა იმხანად კოალიციურ მთავრობაში შემავალი ორი პოლიტიკური სუბიექტს, მატეო სალვინის პარტია „ლიგასა“ და „ხუთი ვარსკვლავის“ მოძრაობას, შორის მომხდარი განხეთქილების გამო.