იტალიის მთავრობაში კრიზისია: მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები კონტე და რენცი ერთმანეთის პირისპირ
სენატორი: თქვენ ამას არ გადაწყვეტთ, ამას აკეთებს ამერიკის პრეზიდენტი.

“მე მესმის გარკვეული დინამიკა და ვიცი როგორ უნდა შევაფასო ეს თუნდაც იმიტომ, რომ მე ვიყავი პრემიერ მინისტრი ათას დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ პროფესორი ქმედუუნაროა. ის შეიძლება იყოს კარგი ადამიანი, მაგრამ არაადეკვატურია იმ პოსტისთვის, რომელიც უჭირავს. ის სახლში უნდა წავიდეს.“ – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

როგორც საინფორმაციო სააგენტო corriere.it -ის იუწყება, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შობის ღამის წინა დღეს, როდესაც ყველასთვის ნათელი არ იყო, თუ სადამდე სურდა, მას “თოკის მოზიდვა”, Italia viva- ს ლიდერმა დაურეკა აღმასრულებელი ხელისუფლების ორ მინისტრს, რომელთანაც საუბარში აღნიშნა, რომ “კონტემ პოსტი უნდა დატოვოს, რადგან არ შეუძლია სახელმწიფოს მართვა”.

ამ დროს, კონტემ, ზოგიერთისთვის გვიან, თუმცა დემოკრატიულ- ქრისტიანული ხასიათით, კონფლიქტების ჩაქრობის მიდრეკილებით აიღო ტელეფონი და დაურეკა რენცს. ერთი ზარი, შემდეგ ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი. პირადი მობილური ტელეფონიდან, ყოველგვარი შუამავლისა და მდივნის გარეშე.

მოგვიანებით პრემიერ მინისტრმა განმარტა, ”მე არ მინდოდა მასთან შეჯახება ან უფროსის როლოს თამაში”. ზარზე პასუხის გარეშე. შეტყობინებების გაცვლისას, კონტე ყოველთვის უწოდებდა რენცის “მატეოს” და რენცის არასოდეს უხსენებია სიტყვა “ჯუზეპე”.

შემდეგი ზარი ნათლისღების დღეს განხორციელდა: “მათეო გვარტიერი დაგირეკავთ, აღდგენის გეგმის გადასინჯვის და განახლების შესახებ. ვფიქრობ ბევრ წინადადებას გაითვალისწინებ “. (კონტე)

“მაშინ გელოდებით. გილოცავთ ნათლისღებას” (რენცი).

შემრიგებელი პირველი, ყინულოვანი მეორე. შემრიგებლური ტონალობის მიუხედავად, კონტეს არ დაუხასიათებია რენცი, როგორც “ადამიანი, ვინც მხოლოდ საკუთარ საქმეებზე ფიქრობს”. თუმცა აღნიშნა, რომ “თუ ის მოახერხებს, ჩემი თავიდან მოცილებას, ის კვლავ სასწაულებრივად პოპულარული გახდება იტალიელთა შორის. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ამ პარლამენტის მიღმა ის დასრულდა”.

როგორც ხშირად ხდება, როდესაც ომი დისტანციურ მანძილზეა, არის შემთხვევები, როდესაც მშვიდობას ნებისმიერ დროს შეიძლება მიაღწიო.

რამდენიმე თვის წინ , როდესაც რენცი რეფერენდუმის საღამოს გადადგომის შემდეგ პირველად დაბრუნდა Palazzo Chigi- ში მისმა მხარდამჭერებმა ჰკითხეს: – გადაიფიქრე კონტეს შესახებ? მან თქვა: – არა, მაგრამ მე მასში ხარისხი ვიპოვნე.

რამდენიმე დღის შემდეგ, მიხვდა, რომ მშვიდობა ჯერკიდევ არ ყვაოდა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სცადა რინანო სენატორთან მიღწევის ახალი მცდელობა ამერიკაში არჩევნების ჩატარებამდე, რამდენიმე დღით ადრე.

მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ამჯერად მხოლოდ მარტონი, ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.

– შენზე ვისაუბროთ, მაგალითად, ნატოს ადგილას როგორ მოიქცეოდი ? რენციმ ეს კარგად არ მიიღო და უპასუხა: – პროფესორო, მე და შენ ნატოს შესახებ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, მაგრამ ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი გადაწყვეტს.

დანარჩენი არის დუელის ისტორია, დაუწერელი დასასრულით. ერთი იმარჯვებს, მეორე აგებს . X გათამაშებაში, საბოლოოდ ყველაფერი მირაჟივითაა. – წერია სტატიის დასასრულს.

მასალა მოამზადა ხათუნა შარაძემ
თარგმანი: მეგი კეროპოვა
წყარო exclusive TV