იტალიის სენატმა ქვეყნის ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა, რომელსაც მინისტრთა საბჭოს არჩეული თავმჯდომარე მარიო დრაგი ხელმძღვანელობს.
აღნიშნულია, რომ მინისტრთა კაბინეტის სასარგებლოდ ხმა 262-მა სენატორმა მისცა, 40 მის წინააღმდეგ იყო. ორმა კენჭისყრის პროცედურაზე უარი განაცხადა.
სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს
“მადლობას გიხდით გამოხატული პატივისცემისთვის. ეს მოლოდინი ჩემი თავმჯდომარეობით უნდა გამართლდეს”, – აღნიშნა დრაგიმ.
შეგახსენებთ, იტალიის ახალმა მთავრობამ, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა თავმჯდომარემ მარიო დრაგის ხელმძღვანელობით, 13 თებერვალს, შაბათს, პრეზიდენტის სერჟიო მატტარელას თანდასწრებით, რესპუბლიკის წინაშე ფიცი დადო.