იტალიის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს იტალიის საელჩო საქართველოში, გუშინ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

”შენობაზე დაშვებულია დროშები გლოვის ნიშნად ვერაგული თავდასხმის გამო, რომელმაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იტალიის ელჩის, ლუკა ატანასიოს, მისი თანმხლები კარაბინერის, ვიტორიო ლავორაჩისა და მძღოლის, მუსტაფა მილამბოს სიცოცხლე შეიწირა. იტალიის საელჩო საქართველოში გმობს ძალადობის ასეთ ბარბაროსულ აქტს, რომელსაც სამაგალითო სახელმწიფო მოხელეები საკუთარი მოვალეობის შესრულებისას ემსხვერპლნენ და წრფელ თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.” – ნატქვამია განცხადებაში.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

შეგახსენებთ, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იტალიის ელჩი ლუკა ათანაზიო მებრძოლების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

აფრიკული მედიის ინფორმაციით, ავტოკოლონას, რომლითაც დიპლომატი გადაადგილდებოდა მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს. ზოგიერთი მონაცემებით, მებრძოლები დიპლომატის გატაცებას გეგმავდნენ.

ელჩთან ერთად მოკლულია კარაბინერთა კორპუსის ერთი ჯარისკაცი და ელჩთან ერთად მყოფი მძღოლი. ავტოკოლონა კონგოში გაეროს სტაბილიზაციის მისიას ეკუთვნოდა.

თავდასხმის მიზეზი და თავდამსხმელების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.