იტალიის ქალაქ ნეაპოლში საავადმყოფოს ავტოსადგომზე გიგანტური ხვრელი გაჩნდა. 2000 კვადრატული მიწის ფართობი 20 სიღრმეზე ჩავარდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, მაშინ, როცა სადგომი ნახევრად ცარიელი იყო და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მიწამ თან ჩაიყოლა ავტოსადგომზე მყოფი მანქანებიც.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

წინასწარი ინფორმაციით, მიწის ჩანგრევა გადაუღებელმა წვიმებმა და მიწისქვეშა დინებებმა გამოიწვია.

მომხდარის გამო დაზიანდა ელექტრო და წყალმომარაგების სისტემა. ინციდენტის დროს სარეზერვო სისტემა ამუშავდა და მკურნალობა არ შეფერხებულა, თუმცა კომუნიკაციების აღდგენამდე საავადმყოფო რამდენიმე დღით დაკეტილია.