იტალიის ქალაქ ბარში და ბარს დაქვემდებაებულ ქალაქებში მცხოვრები ქართველ ემიგრანტების საყურადღებოდ. დაიხურა პოლიციის საიმიგრაციო ოფისი. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე სოციალურ ქსელში იტალიის პროფკავშირების “ანოლფი“-ს ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო www.borderline24- ს ცნობით ბარის პოლიციის შტაბის საემიგრაციო განყოფილებამ, ბინადრობის ნებართვების გაცემა და განახლება დროებით შეაჩერა. დახურვის მიზეზი, საიმაიგრაციო განყოფილების ერთ-ერთი თამანშრომლის კოვიდ ვირუსით დაინფიცირება გახლავთ, რის გამოც აუცილებელი გახდა საკარანტინო წესების დაცვა.

ბარის პოლიციის საემიგრაციო განყოფილება 5 მარტის შემდეგ განაახლებს მუშაობას.

იმ პირებს, რომელთაც დანიშნული ჰქონდათ შეხვედარა, მათ საიმიგრაციო განყოფილების თანამშრომლები ტელეფონით დაუკავშირდებიან და ახალი შეხვედრის დღეს დაუნიშნავენ.

ავტორი: ხათუნა შარაძე
წყარო exclusivetv.ge