იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი დამსაქმებლებს მოუწოდებს შეწყდეს ადამიანთა სამსახურებიდან დათხოვნა.

“შეწყდეს ადამიანების სამსახურიდან განთავისუფლება. მუშაკთა შენარჩუნება გაზაფხულამდე Cassa integrazione-ს მეშვეობით უნდა შევძლოთ. (Cassa integrazzione იტალიური კანონმდებლობის თანახმად, დასაქმებული პირის ნახევარ განაკვეთზე გადაყვანას და საარსებო მინიმუმის შენარჩუნებას ნიშნავს.)

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი მთავრობა კრიზისის დაძლევის გეგმას სწვალობს. მარიო დრაგი რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე საუბრობს და სამ ძირითად მიმართულებას ასახელებს: აქტიური პოლიტიკა, პენსიები და აქტივების გეგმაზომიერი შემცირება.

სოციალურიი პოლიტიკისა და დასაქმების ახალი მინისტრი ანდრეა ორლანდო პროფკავშირებს უკვე შეხვდა. შემდგომში ბიზნესის ჯერია. თვის ბოლოს, ისინი კვლავ შეხვდებიან Cig– სა და დასაქმების პოლიტიკის ხელმძღვანელებს.

ავტორი ხათუნა შარაძე
წყარო exclusivetv.ge