1 მილიონ ევროზე მეტი გადაუხდელი გადასახადი იპოვეს იტალიის სპეცსამსახურებმა ერთ-ერთი ბიზნესმენის ლეიბის ქვეშ.

ჩხრეკა განახორციელეს სალერნოს პროვინციის ფინანსური დაცვის ოფიცრებმა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიზნესმენი დიდი ხნის განმავლობაში ვაჭრობდა ბენზინითა და დიზელით უკიდურესად ხელსაყრელ ფასებში, სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით. სამუშაოს შესასრულებლად და შემოსავლის მისაღებად მეწარმე უკანონოდ იყენებდა გამარტივებულ საგადასახადო პროცედურებს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

დიდი ხნის განმავლობაში მას კანონის დარღვევაში ვერ ადანაშაულებსნენ, ისევე როგორც ვერ ადგენდნენ, სად მალავდა მსხვილი საწვავის კომპანიის მფლობელი სახელმწიფოსგან მოპარულ ფულს. შედეგად, ბიზნესმენის მამის სახლში ლეიბის ქვეშ დიდი თანხა იქნა ნაპოვნი. ის თანხები, რომელიც მან მოიპარა, თუნუქის ქილებში ლამაზად იყო შეფუთული.