იტალიამ სადღესასწაულო პერიოდში დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე გაახანგრძლივა.

მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, აიკრძალება რეგიონებს შორის გადაადგილება. მოქალაქეებს უფლება ექნებათ მეგობრები დღეში მხოლოდ ერთხელ მოინახულონ, სტუმრად კი ერთდროულად ორ ზრდასრულ ადამიანზე მეტი არ დაიშვება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ბარებსა და რესტორნებს მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისით მუშაობის ნებართვა ექნებათ.

საშუალო სკოლები 11 იანვარს გაიხსნება, გაკვეთილებს მოსწავლეების ნახევარი საკლასო ოთახში დაესწრება, მეორე ნახევარი კი დისტანციურად ისწავლის. საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები კი 7 იანვარს გაიხსნება.