იტალიაში, სიცილიის კუნძულზე ვულკანი ეტა გააქტიურდა და ჰაერში ცხელ ლავასა და კვამლს ისვრის.ინფორმაციას ამის შესახებ გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს. ეტას კრატერიდან გამოსროლილი ფერფლი და კვამლი 4 კილომეტრის სიმაღლეზე ადის. ვულკანის ამოფრქვევას ხმაური და მიწისქვეშა ბიძგები ახლავს თან.

ეტას გააქტიურებასთან დაკავშირებით იტალიაში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

ეტა ევროპაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია.