სიცილიაზე, ვულკან ეტნაზე ძლერი ამოფრქვევა მიმდინარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერიდან – ლავის ფერფლის დიდი ღრუბელი სამხრეთისკენ ვრცელდება. იმავე კრატერიდან ამოიფრქვევა ლავა, რამაც კონუსის მხარის მცირედი ნგრევა გამოიწვია.

ეტნაზე ამოფრქვევის აქტიურობის გაძლიერება გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ნაციონალურმა ინსტიტუტმა – ეტნის ობსერვატორიამ დღეს 16:10 საათიდან (ადგილობრივი დროით) დააფიქსირა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

შემდეგ ლავის შადრევანი ამოიფრქვა და ფერფლის ძალზე მაღალი და სქელი  ღრუბელი წარმოიქმნა, რომელიც სამხრეთისკენ იფანტება. მიმდებარე სოფლები ლავის ფერფლის რამდენიმესანტიმეტრიანი ფენით დაიფარა. ვულკანური ბიძგების საშუალო ამპლიტუდა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ძლიერი რჩებოდა და კრატერის მწვერვალიდან ამოფრქვევის წინ ბიძგების მნიშვნელოვანი უეცარი გაძლიერება დაფიქსირდა.

გაძლიერებულ  ვულკანურ ტრემორს ახლავს ძლიერი ინფრაბგერითი აქტიურობა დიდი ამპლიტუდის სიგნალებით.

კატანიის საერთაშორისო აეროპორტი დაიკეტა საგანგებო სიტუაციის გამო: ამოფრქვევასთან დაკავშირებული ვულკანური ფერფლის და კვამლის სვეტის სიმაღლე კილომეტრზე მეტია და ცუდი ხილვადობის გამო ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია.

ავტორი ნინო ხოშტარია
წყარო exclusivetv.ge