იტალიაში, რომელი რეგიონები შეიცვლიან ფერს, მონიტორინგის შემდეგ დღეს გახდება ცნობილი.

“სამწუხაროდ, დიდი ალბათობით იტალიაში გამოცხადდება სრული “lockdown “. ახალი ინგლისური შტამი ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელება. დღეს სკოლაში ვერ შევედი 10-მდე დადასტურებული ინგლისური ახალი ვარიანტის ინფიცირების გამო. ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამები კიდევ უფრო მრავლდება. საგანგაშოდ გვავქს საქმე“ – წერს სოციალურ ქსელში რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი დოდო ბრატულიჩი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

იტალიური მედიის ცნობით, კორონავირუსის ვარიანტები შემაშფოთებელია და სამეცნიერო წრეებში საუბარია ახალ ლოკდაუნზე, რათა ინფექციების ახალი ტალღა თავიდან აიცილონ.

“სავარაუდოდ, შაბათ-კვირას ქვეყნის რუკა კვლავ შეიცვლება, რომელიც დაყოფილია ყვითელ, ნარინჯისფერ და წითელ ზონებად. ახალი მთავრობის გეგმა პანდემიასთან ბრძოლის შესახებ ჯერ არ ვიცით. დღეს, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტიის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შემდეგ გახდება ცნობილი ახალი რეგულაციების შესახებ. ზოგიერთ რეგიონში ვირუსის ცირკულაცია გაუარესდა, შესაძლოა შემდგომი შეზღუდვები მოხდეს.“ – წერს Fanpage.it.

ჟურნალისტი: ხათუნა შარაძე

წყარო exclusivetv.ge