მ/წ 22 იანვარს დაახლოებით 11:00 საათზე, ქურდობის მცდელობის ბრალდებით იტალიაში საქართველოს 46 წლის მოქალაქე დააკავეს.

ბრალდებული მამაკაცი იტალიის ქ. ვერონაში მდებარე ერთერთ მაღაზიიდან 200 ევროს ღირებულების სუნამოს მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისას უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ იქნა შემჩნეული.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

როგორც უსაფრთხოების სამსახურიდან აცხადებენ, იგი იმ დროს იქნა შემჩნეული როდესაც ზურგჩანთაში სუნამოების დამალვას ცდილობდა. შევეცადეთ მისი შეჩერება თუმცა მან გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ჩვენს მიერ პოლიცია იქნა გამოძახებული – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადებულმა პოლიციამ კი იგი შემთხვევიდან მალევე დააკავა. მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა შერჩეული.