იტალიის პოლიციის თანამშრომლებმა, ნეაპოლის პროვინციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით 35 წლის მამაკაცი ქურდობის ბრალდებით იქნა დაკავებული. ირკვევა, რომ ქალაქ კოლეფეროში მდებარე ერთერთ სავაჭრო ცენტრში, ბრალდებულმა ხალხის ნაკადის სიმრავლით ისარგებლა და 800 ევროს ღირებულების ლეპტოპი მოიპარა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

პოლიციის მიერ დროული რეაგირების შედეგად იგი მეზობელ ქუჩაზე იქნა დაკავებული, ხოლო მოპარული ნივთი ჩხრეკის შედეგად მისი ავტომობილიდან იქნა ამოღებული.

ველეტრის სასამართლოს მიერ მას სახით 8 თვით პირობით სასჯელი განესაზღვრა. აცხადებენ პოლიციის სამმართველოდან