Როგორც იტალიური მედია წერს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 იანვრიდან იტალიის რეგიონების უმრავლესობამ (მათ შორის, ქ. რომი) „ნარინჯისფერ ზონაში“ გადაინაცვლა.

Მედიის ცნობით,შეზღუდვები ამოქმედდა ჩრდილოეთ ლომბარდიის რეგიონში, სადაც ქალაქი მილანი მდებარეობს, ასევე, სიცილიის რეგიონსა და ბონძანოს ავტონომიური პროვინციაში „წითელი ზონის“ .

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

„მხოლოდ გატანისა და სახლში მიტანის სერვისზე მუშაობენ აღნიშნულ რეგიონებში რესტორნები და ბარები , ხოლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა სხვა მაღაზია დაკეტილი რჩება.

დაწესებული ახალი შეზღუდვების ფონზე, განსაკუთრებულ აღშფოთებას სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები გამოხატავენ, რომლებმაც კორონავირუსის რეგულაციების გამო დიდი ფინანსური კრიზისი განიცადეს, რის გამოც რესტორნების მეპატრონეები ხელისუფლებისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვენ”, – წერს იტალიური მედია.