იტალიაში ქართველმა ემიგრანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა იტალიაში, ქალაქ რეჯო დი კალაბრიაში ქართველმა ემიგრანტმა თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი, ფიქრია კუჭუხიძე ავრცელებს.

მისივე თქმით, ემიგრანტმა სავარაუდოდ სამუშაო პირობებს ვერ გაუძლო და მე-5 სართულიდან გადმოხტა.

„საბრალო ემიგრანტი! რამდენიმე საათია მეხუთე სართულიდან გადმოხტა ასე დაასრულა აკრძალული თავისუფლება“, – წერს ფიქრია ფხალაძე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა.

გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი