იტალიის მედიკამენტების სააგენტოში აცხადებენ, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 55 წლამდე პირებს აცრიან. მათი განმარტებით, 55 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებული და ყველაზე დაუცველი მოქალაქეები, Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინით აიცრებიან.

დანია და ნორვეგია კი იმ ევროპულ ქვეყნებს შეუერთდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინით 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ჯერჯერობით არ აცრიან.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ამ გადაწყვეტილების მიზეზად სამივე ქვეყანა ხანდაზმულთა ჯგუფებში ვაქცინის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობას ასახელებს.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრენკ ვანდენბრუკმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას მხოლოდ 55 წლამდე ასაკის პირები მიიღებდნენ, ვინაიდან უფრო ასაკოვან ადამიანებში მისი გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემები არსებობდა.

ამასთან, შვეიცარიამ ვაქცინის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების დამტკიცებაზე უარი განაცხადა და გადაწყვეტილების მიზეზად AstraZeneca-ს მიერ ავტორიზაციისთვის საჭირო არასაკმარისი მონაცემების წარდგენა დაასახელა.

ცნობისათვის, Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებში გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია და შვედეთიც.

ცნობისათვის, ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ, ევროპის წამლების სააგენტომ (EMA), Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე დაამტკიცა.
წყარო IPN