• იტალიის სკოლებში ჩარიცხვა 2021/2022 სასწავლო წლისათვის შეუძლიათ ასევე იმ უცხოელ ბავშვებს, რომელბიც იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, 2021/2022 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღში, დაწყებით და საშუალო სკოლებიში რეგისტრაცია 2021 წლის 25 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.
ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს დაწყებითი და სახელმწიფო საშუალო სკოლებში ინტერნეტით, განათლების სამინისტროს ვებ-გვერდის Formazione.it საშუალებით.

განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ იგივე პროცედურის გავლა შეუძლიათ უცხოელ მოსწავლეებსაც. ხოლო, იმ ბავშვების მშობლებს, რომლებიც არალეგალურად, საბუთების გარეშე იმყოფებიან იტალიის ტერიტორიაზე, შეუძლიათ განაცხადი პირდაპირ სკოლის თუ ბაღის სამდივნოში ბინადრობის უფლების წარდგენის საფუძველზე გააკეთონ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ავტორი: ხათუნა შარაძე
წყარო: Exclusivetv.ge