ლეჩეს პროვინციაში, სალენტოში დღეს მიგრანტთა ახალი ნაკადი გამოჩნდა. 28 მიგრირებულიდან ყველა მამაკაცია. GazzeTTa del Mezzogiorno-ს ცნობით ისინი ერაყიდან და ირანიდან არიან. სააგენტოს ინფორმაციით, ისინი იტალიაში საჰაერო გზით, გვიან ღამით შემოვიდნენ.

სამართალდამცავებმა, ისინი ტროე ვადოსა და სან გრეგორიოს შორის ტერიტორიაზე შენიშნეს, როცა ქუჩებში გადაადგილდებოდნენ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მათ დასახმარებლად ოპერატიულად მობილიზდა სანაპირო დაცვა, ფინანასური პოლიციისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები. მიგრანტთა ნაკადიდან ორი ადამიანი, მიღებული ტრამვების გამო, საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი იდენტიფიცირებისთვის გადაყვანილი არიან მიმღებ ცენტრში.

ამ დროისთვის უცნობია კონტრაბანდისტების შესახებ.

ავტორი: ხათუნა შარაძე
წყარო exclusivetv.ge