დღეს გამთენიისას, მილანის პროვინციის კარაბინიერებმა 10 ადამიანი დააკავა, რომლებსაც ბრალი ბანკომატების გაძარცვაში ედებათ.
საინფორმაციო სააგენტო “MilanoToday“-ს ინფორმაციით, დაკავებულ მძარცველთა ჯგუფი 2 წლის მანძილე იტალიის სხვადსახვა რეგიონში ბანკომატებს ძარცვავდნენ. დანაშაულებრივი გზით მითვისებული თანხა 3,5 მილიონ ევროს შეადგენს.
სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს
“ემილია-რომანიაში დააკავეს ბანდის ორი ლიდერი, საიდანაც ისტორიულად მოდიან ბანკომატების, ყველაზე გამოცდილი და მომზადებული მძარცველები, რომლებსაც ასევე „ბანკომატარი “-ს უწოდებენ. ასევე დაკავებულია, ჯგუფის კიდევ ერთი ლიდერი, კოსტა-ბლანკას ცნობილ ზღვისპირა კურორტზე, სადაც ის ერთი წლის უკან გადავიდა და რესტორანი გახსნა”. – წერს “MilanoToday“.
წყარო exclusivetv.ge