“ASILO” – საერთაშორისო თავდაცვის საფუძვლები იტალიაში 2020 წელს, კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით, იტალიის მთავრობამ გამოსცა დეკრეტი “სანატორია 2020”, რომელიც მოიცავდა გარკვეული კრიტერიუმების ნუსხას. პირველი და აუცილებელი კრიტერიუმი მკაცრად აღნიშნავდა, რომ სანატორიის მომთხოვნი პირი, იტალიის ტერიტორიაზე, შემოსული უნდა ყოფილიყო 2020 წლის 8 მარტამდე.

“სანატორია 2020” შედგებოდა ორი პუნქტისაგან:

1 – დამსაქმებლის მიერ გაკეთებული განაცხადი, მის მიერ დაქირავებული მუშაკის რეგალურად მუშაობის მოთხოვნის შესახებ;
2 – უცხოელის მიერ გაკეთებული განაცხადი ბინადრობის მოთხოვნის შესახებ. თუმცა, განმცხადებელს ნამუშევარი უნდა ჰქონოდა 2019 წლის 31 ოქტომბრამდე, რაიმე სახის, დროებითი საბუთის მეშვეობით.
მიუხედავად ამ მოულოდნელი და სასიხარულო ფაქტისა, რომელსაც ემიგრანტები წლების მანძილზე, უშედეგოდ ელოდნენ და რომელიც, როგორც იტყვიან – “ზოგი ჭირი მარგებელია”-ს დამთხვევით მოგვევლინა, უამრავი მათგანი მაინც ბინადრობის ნებართვის გარეშე დარჩა, რადგან ვერ დააკმაყოფილეს, სანატორიის დეკრეტში მოცემული, ესა თუ ის კრიტერიუმი. აქედან გამომდინარე, გახშირდა ქვეყნიდან გაძევების (espulsione) ფაქტებიც.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მთავარი კითხვა, როგორ მოვიპოვოთ იტალიაში ბინადრობის ნებართვა, რომ არ შეგვექმნას ქვეყნიდან გაძევების საფრთხე, არ აღმოვჩნდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლნი და ა.შ. ამ საკითებთან დაკავშირებით კითვებს პიზაში მოღვაწე ქართველი იურისტი, ასოციაცია “Tutto Insieme Georgia”-ს პრეზიდენტი, ხათუნა ტატუნაშვილი პასუხობს.
როგორც ვიცით იტალიაში ლეგალურად ცხოვრების დამდასტურებელი დოკუმენტის ე.წ. „სანატორიას“ მოპოვების შესახებ, განაცხადის გაკეთების ვადა, გასული წლის აგვისტოში ამოიწურა. რა შანსი არსებობს დღეს, რომ ემიგრანტმა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვოს?
– ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება მოვიპოვოთ იტალიაში ბინადრობის ნებართვა, ეს გახლავთ უფლება, მივმართოთ საერთაშორისო თავდაცვის საფუძვლებს.

რას ნიშნავს საერთაშორისო დაცვა?

– საერთაშორისო დაცვა არის წესების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირთა ძირითადი უფლებების გარანტიას და დაცვას, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, გაქცეულიყვნენ მოქალაქეობის, ან ჩვეულებრივი, საცხოვრებელი ქვეყნის ტერიტორიიდან (“საცხოვრებელი ქვეყანა”_ იგულისხმება მდგომარეობა, როდესაც პირი არ არის მოქალაქე, მაგრამ აქვს იმ ქვეყნის ბინადრობის უფლება), პირადი დევნის, ან სერიოზული ზიანის მიყენების საფუძვლიანი შიშის გამო. საერთაშორისო დაცვა მოიცავს ლტოლვილის და დამხმარე დაცვის სტატუსს.

ვის აქვს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება იტალიაში?

– იტალიაში თავშესაფრის მოთხოვნის უფლება გარანტირებულია კანონით (კონსტიტუციის მე -10 მუხლის მე -3 პუნქტი) უცხოელს, რომელსაც თავის ქვეყანაში ხელს უშლიან, იტალიის კონსტიტუციით გარანტირებული დემოკრატიული თავისუფლებების ეფექტურად განხორციელებაში, თავშესაფრის უფლება აქვს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დადგენილი პირობების შესაბამისად.

ვინ არიან საერთაშორისო დაცვის მფლობელები?

– საერთაშორისო დაცვის მფლობელობაში არიან ის პირები, რომლებმაც შეიტანეს განაცხადი საერთაშორისო დაცვაზე და არიან ლტოლვილის სტატუსის აღიარების ,ან დაცვის სხვა ფორმის შესახებ, გადაწყვეტილების მოლოდინის რეჟიმში. ასევე ის პირები, რომლებსაც მიენიჭათ საერთაშორისო დაცვის სტატუსი იტალიაში.
ყველა მიგრანტს შეუძლია მიმართოს საერთაშორისო დაცვას.

ლტოლვილთა დაცვაზე, ვის ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა?

– ლტოლვილთა დაცვა, პირველ რიგში, არის სახელმწიფოების პასუხისმგებლობა. თავისი 50 წლის ისტორიის განმავლობაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი საბჭო (UNHCR), მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობებთან, მის პარტნიორებთან ლტოლვილთა დაცვის საკითხებში.

სტატუსის მინიჭებამდე, რა ისტანციებია გასავლელი?

1 – საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის განაცხადის რეგისტრაცია პოლიციის შტაბში, ან სასაზღვრო პოლიციაში,რომლებიც დოკუმენტებს გადასცემენ ტერიტორიულ კომისიებს განსახილველად.
(იტოვებენ პასპორტს გარკვეული ვადით);
2 – გასაუბრება კომისიაზე და თავშესაფრის მიზეზებზე მსჯელობა, მათი რეალურად არსებობის მტკიცებულებების თანხლებით.
3 – კომისიის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, პასუხის მიღებიდან (რომელსაც მიმღები პირი ადასტურებს ხელის მოწერით) 30 დღის განმავლობაში ექვემდებარება გასაჩივრებას.
სტატუსის მინიჭებამდე, საერთაშორისო დაცვის მომთხოვნი პირი, სარგებლობს იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის დროებითი ნებართვით, ასევე ქვეყნის შიდა კანონებით, თუმცა ეკრძალება ქვეყნიდან გასვლა.
რჩევა

არ დაიწყოთ დამოუკიდებლად, ადვოკატის გარეშე, საერთაშორისო თავდაცვის საფუძვლების ნიადაგზე, საბუთის მოთხოვნა, თუ საფუძვლიანად ვერ ერკვევით, მის მნიშვნელობებსა და მიმდინარეობებში,რადგან სრული უარის შემთხვევაში, მიიღებთ ქვეყნის დატოვების ბრძანებას (espulsione_ქვეყნიდან გაძევება)!

წყარო Tutto Insieme Georgia