ბოლო ორი დღეა, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და ვირუსით გარდაცვალების დღიურმა მაჩვენებელმა იკლო, – წერს Anadolu.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ინფიცირების 12 545 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მონაცემს 3 765-ით ჩამოუვარდება. ამასთან, დღე-ღამეში ვირუსით გარდაცვალების 377 შემთხვევა აღწერეს. გაცილებით მეტი ადამიანი, 475 ინფიცირებული ემსხვერპლა ვირუსს 16 იანვარს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2.38 მილიონამდე შემთხევაა გამოვლენილი. ვირუსს უკვე 82 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.