ამის შესახებ ინფორმაციას რომის სამრევლო ავრცელებს.

სამრევლოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

“ჩემო ძვირფასებო, სამწუხაროდ ამ კვირაში, ჩვენი ორი თანამემულე გარდაიცვალა კორონა ვირუსით. ქალბატონები ნინო და ლილი. ვილოცოთ მათი სულებისთვის. ჩემთვის ძალიან ძვირფასო ძმანო და დანო, მშობლებო, შვილებო და სამრევლოს წევრებო, უმორჩილესად გთხოვთ, გემუდარებით ნუ მოადუნებთ ყურადღებას და მკაცრად დავიცვათ ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჩვენ გვევალება. გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავაძლიეროთ ერთმანეთი გვერდში დგომით, ლოცვითა და ნუგეშით.

მესმის რომ ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი და რთულად ასატანი, მაგრამ საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ჩვენს მომავალს! უფალი მოწყალეა, გაივლის ეს საშინელი განსაცდელი და სიხარული მოვა ჩვენთან! ნუ მივატოვებთ ერთმანეთს როცა ერთმანეთს ვჭირდებით. დიდი მადლობა ყველას, ვინც არ მიგვატოვა და გვერდში დაგვიდგა. ღმერთმა დაგლოცოთ და დალოცოს ყველა უცხოეთში მყოფი საქართველოს შვილები, ემიგრანტები და უცხოთში მყოფი ქართველი პატიმრები. გაგახაროთ და გაგაძლიეროთ მამაზეციერმა. მიყვარხართ”