იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კვლავ სწრაფი ტემპით იზრდება. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა კორონავირუსის ახალ, ბრიტანულ შტამთან არის დაკავშირებული.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით სამი საშუალო რისკის, ე.წ. “ყვითელი” ზონა, კვლავ მაღალი რისკის რეგიონად გადაკეთდა და “ნარინჯისფერი” სტატუსი დაიბრუნა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ქვეყნის 20 რეგიონიდან “ნარინჯისფერი” ზონის სტატუსს 9 ატარებს. ამ რეგიონში დაკეტილია სასტუმროები და შეზღუდულია გადაადგილება.

ქვეყანაში კორონავირუსით სულ 2 809 246 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 13 452 შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა. დაავადებას 95 718 ინფიცირებული ემსხვერპლა.