იტალიის მთავრობამ კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრი რაოდენობის ზრდის გამო შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტა. მათ შორის არის ე.წ. კომენდატის საათი, რომელიც ხვალ საღამოს 22 საათიდან ამოქმედდება.

იტალიის მოქალაქეები ხვალ საღამოდან გარეთ გასვლას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეძლებენ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გარდა ამისა, ქვეყანაში შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები და გამოფენები შეწყვეტს მუშაობას. სკოლის უფროსი კლასები, ისევე როგორც ლიცეუმები და უნივერსიტეტები, მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავა. შეზღუდვები ეხება სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომლებიც 50%-იანი დატვირთვით იმუშავებს. პირბადეების ტარება სკოლის დაბალ კლასებშიც აუცილებელია, მათ შორის გაკვეთილების დროსაც კი.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 28 244 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 353 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, იტალიაში COVID-19-ის გავრცელებიდან დღემდე 759 829 შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიას ქვეყანაში 39 412 ადამიანი ემსხვერპლა.