“Emg-Different“– ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ათიდან 4-ზე მეტი იტალიელი ხელახალი ლოკდაუნის მომხრეა. გამოკითხვა ეპიდ სიტუაციისა და კორონა ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების შესახებ ჩატარდა.

– კითხვაზე: ”არსებული ვითარებიდან და Covid– ის ახალი ვარიანტების სწრაფი გავრცელების გამო, ხართ თუ არა ახალი ლოკდაუნის წინააღმდეგი თუ? გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ ისინი მომხრეა, 41% წინააღმდეგია (ხოლო 15% პასუხზე თავი შეიკავა).

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნის მომხრეები, მამაკაცთა 47%, ხოლო ქალების 41% გახლავთ.

პასუხებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დიდი განსხვავება არ არის. ლოკდაუნის მომხრეთა 42% 35 წლამდეა; 43% 35-დან 54 წლამდეა; ხოლო 55% 55 წლის ასაკის ადამიენბი არიან. ლოკდაუნის მომხრეთა 54% კუნძულების მოსახელობა შეადგენს, 46% სამხრეთის; ჩრდილო-აღმოსავლეთში 42% სურს ლოკდაუნი; იტალიის ცენტრალურ ნაწილში 41% და 39% კი ჩრდილო-დასავლეთის მოსახლეობა შეადგენს.

კვლევა 2021 წლის 23 თებერვალს, იტალიის ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენეთა სქესის, ასაკის, რეგიონის, მუნიციპალიტეტების დემოგრაფიული ამპლიტუდის მიხედვით, ჩატარდა.

წყარო exclusivetv.ge