ფინანსური პოლიციის მიერ მცირე სამკერვალოში ჩატარებული შემოწმების შედეგად ყალბი პირბადეების დამზადების ქსელი აღმოაჩინეს.

პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინა, რომ  ნიღბების წარმოება, ცნობილი ბრენდების სახელწოდების გაყალბებით  ხდებოდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ჩატარებული ოპერაციის შედეგად, პრატოს, ანკონას, ბოლონიის, ნეაპოლისა და ლეკოს პროვინციებში, ამოღებული იქნა ასობით რულონის ქსოვილი, რომელზეც დაბრენდილი იყო Louis Vuitton, Chanel, Fendi და Gucci-ს ბრენდები. ყალბი პროდუქტები იყიდებოდა მაღაზიებში. გამოძიების შედეგად, ასევე აღმოჩენილი იქნა ტექსტილის სამრეწველო მანქანა, რომელიც სპეციალურად შეცვლილია ყალბი დიზაინების ეტიკეტირებისთვის.

გამოძიების შედეგად გამოაშკარავებული იქნა14 ადამიანი, რომელთაც ბრალი ყალბი საქონლის, ყალბი ბრენდების პროდუქციით ვაჭრობასა და კომერციულ თაღლითობაში ედებათ.

უკანონო გაყიდვების შემოსავალმა, მხოლოდ გასული წლის ლოკდაუნის პერიოდში, 300 ათას ევროზე მეტს გადააჭარბა.

წყარო EXCLUSIVETV.GE