სოციალურ ქსელში იტალიაში გაუჩნარებული ქართველი ემიგრანტის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ემიგრანტების ჯგუფში იტალიაში მცხოვრები ქართველები წერენ, ის უკვე ერთი თვეა მასთან კონტაქტს ვერ ახერხებენ.

პოსტის ავტორი წერს, რომ ადგილობრივ პოლიციას ხვალ მიმართავს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

“ვეძებ მარი (მარიკას) ჟვანიას. ქალაქ ნაპოლიში. 1 თვეა კონტაქტზე არ გამოდის, დასაქმებულია მარიას
ოფისიდან. მარია უარყოფს ეხლა და ამბობს, რომ მას არდაუსაქმებია. ტელეფონზე ზარი გადიოდა სამი დღის უკან ახლა გათიშულია .. თუ ვინმეს გეკონტაქტებათ ან გინახიავთ! ან რამე იცი: დამეკონტაქტე!
გახოვთ, ხვალ პოლიციაშიც უნდა დავრეკო! . გთხოვთ! გააზიარეთ!
 – ვკითხულობთ ჯგუფში.

მარიკა ჟვანიას გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოთო სიხარულიძეც. როგორც ირკვევა, მას მომხდარის შესახებ ემიგრანტებმა აცნობეს და დახმარება სთხოვეს.

“ილოცეთ ემიგრანტი ნაპოვნი არაა არავინ იცის ის ნამდვილად საავადმყოფოშია თუ არა! არავის არ უნახავს და არც ის იციან ნამდვილად ნაპოლის რომელიმე საავადმყოფოშია თუარა! როგორც კი მივიღებთ სრულად დადასტურებულ და უტყუარ ინფორმაციას მის შესახებ მოგაწვდით!!!

ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს მარიკა დიდ განსაცდელშია….სასწრაფოდ ემიგრანტების იმედს ბატონ შოთო სიხარულიძეს ვთხოვთ იტალიის ემიგრანტები დაგვეხმაროს დღე და ღამე არ გვძინავს ყველა ვნერვიულობთ ეს რა საშინელება ტრიალებს და დაგვატყდა ჩვენს თავს, მარიკა უკვალოდ დაიკარგა, გაქრა, დედამიწამ ჩაყლაპა, მიწამ პირი უყო არავინ არაფერი იცის მის შესახებ… გემუდარებით გვიშველეთ რაიქნება….ბ.ნ. შოთო სიხარულიძე გაასაჯაროვეთ მარიამ დაასაქმა და საეჭვო ვითარებაა დარწმუნებულები ვართ მარია ბევრ რამეს მალავს და დღესავით ნათელია რომ რაღაც უბედურება დამართეს ვინ იცის რა დღეშია რა უქნეს ჩვენს კეთილ გოგოს, იმედია რომ ცოცხალია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება! უკვე ყველაფერს ცუდს ვფიქრობთ რადგან კარგზე ფიქრი შეუძლებელია არ გამოდის ამდენი დღეა კონტაქტზე… ვინც იცის რაიმე მის შესახებ გარეულია ამ საქმეში და მალავს ყველა დაისჯება და ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიფერფლება მარიკას გამწარებისთვის!!!” – ვკითხულობთ პოსტში.